ქვემო მახოს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ
14-06-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ქვემო მახოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ქეთევან აბულაძეს ღონისძიებით დაემშვიდობნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სანახაობა გამართეს.
„ღონისძიებაზე მოსწავლეებს ჰქონდათ არაერთი მუსიკალური ნომერი და მინიატურები, რომელიც საუკეთესოდ შეასრულეს და ლექსებითა და თბილი სიტყვებით გამოემშვიდობენ პირველ მასწავლებელს ქეთევან აბულაძეს. იყო უამრავი ცრემლი,რომელიც თან ახლავს ხოლმე დამამთავრებელ კლასს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.