„მეგობარო, ამ გულს თუ ვერ გაუგე, ვის გაუგებ ნეტავ?“ - ორბელის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
14-06-2019
ცაგერის მუნიციპალიტეტის ორბელის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტის პრეზენტაცია ორიგინალურად წარიმართა.
„მეგობარო, ამ გულს თუ ვერ გაუგე, ვის გაუგებ ნეტავ?“ - მუსიკის მასწავლებლის, მაკა გურგუჩიანის მიერ მომზადებული აქტივობა პირველი-მეოთხე კლასის ვაჟების, მათი მშობლების და პედაგოგების აქტიური მონაწილეობით გაიმართა.
ძალიან საინტერესო და ეფექტური ღონისძიების თანამონაწილენი ასევე სტემის კვლევების მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები გახლდნენ, რომლებიც მადლობასა და აპლოდისმენტებს არ იშურებდნენ.
ნიჭიერი მოსწავლეების გამოსვლამ აუდიტორიის აღიარება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს