რას ნიშნავს მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა?! - მთავრობის დადგენილება 
14-06-2019

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული მასწავლებლები სტატუსის ასამაღლებლად გარკვეულ გზებს გადიან, თუმცა 2019 წლის დოკუმენტი, რომელიც  პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დამტკიციდა, სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევებსაც მოიცავს.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში პედაგოგისთვის სტატუსის მინიჭების უფლება აქვს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს:

„განათლების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს.

განათლების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას, რომელიც შეიმუშავებს და ამტკიცებს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის ან ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს“,-ნათქვამია დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203