ხეოთის საჯარო სკოლაში მათემატიკაში ოლიმპიადა ჩატარდა
14-06-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ხეოთის საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო კათედრის ორგანიზებით მათემატიკაში ოლიმპიადა ჩატარდა. 

ორგანიზატორები, მათემატიკის მასწავლებლები -  ბაქარ წიკლაური, მეგი ბირჩაძე და ნინო ბერიძე. 

მათემატიკური ოლიმპიადა დაყოფილი იყო სამ ეტაპად -  ტესტური ამოცანები, ბლიც-კითხვები და ლოგიკური მათემატიკა.

მონაწილეობდნენ V-XI კლასის მოსწავლეები, რომლებიც, ძალთა ბალანსით, ორ ჯგუფში - „პირამიდა“ და „სხივი“იყვნენ განაწილებული.

დაგროვებული ქულებით, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - „პირამიდა“ რომელსაც, სიმბოლურად, თასი გადაეცა. ასევე, გამოვლინდა ოლიმპიადის ყველაზე აქტიური მონაწილე - რატი წიკლაური.

„ამ ოლიმპიადამ, დიდი ინტერესი, მოწონება და აქტიურობა გამოიწვია მოსწავლეების მხრიდან! ჩვენს სკოლაში, მსგავსი ღონისძიებები, აქტივობები და ოლიმპიადები, მომავალში, კვლავ იგეგმება!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203