„ჩვენი ცოდნის ბუდე აქ არის“ - ბათუმის N10 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
13-06-2019
ბათუმის N10 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეებმა სააქტო დარბაზში მე-4 კლასის დამთავრებასთან დაკავშირებით აუდიტორიას ,,ჩვენი ცოდნის ბუდე აქ არის“ წარუდგინეს.

აქტივობა საინფორმაციო გამოშვების ინსცენირებით დაიწყო. ბავშვებმა გააშუქეს კლასის ცხოვრება, 4 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები. იმღერეს, იცეკვეს, მსახიობობაც მოირგეს და თეატრალური დადგმებით სხვადასხვა ნაწარმოების პერსონაჟი გააცოცხლეს.

მოსწავლეთა გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა . სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მე-5 კლასში გადასვლა მიულოცეს.

ღონისძიების ორგანიზება და მუსიკალური გაფორმება კლასის ხელმძღვანელს,  ხათუნა სიხარულიძეს ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203