გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება - „ხილთა ქება“ გამართეს
13-06-2019
ხონის მუნიციპალიტეტის გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, პედაგოგ მედეა ხეცურიანის ხელმძღვანელობით, პედაგოგიურ კოლექტივსა და მშობლებს საშემოდგომო ღონისძიება - „ხილთა ქება“ წარუდგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათს ხოტბა შეასხეს, ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
„პატარები დიდი მონდომებით ასხამდნენ ხოტბას საყვარელ ნუგბარს, ამბობდნენ ლექსებს და ხალისით მღეროდნენ. დამსწრენი კმაყოფილნი დარჩნენ პატარების შემოქმედებით“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს