ქვემო მახოს საჯარო სკოლაში კინოჩვენება მოეწყო
13-06-2019

ხელვაჩაურის რაიონის ქვემო მახოს საჯარო სკოლის V კლასში ფილმის „იავნანამ რა ჰქმნას“ კინოჩვენება გაიმართა.

მოსწავლეებს ფილმის ნახვის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ნაწარმოებს გაეცნენ.

ქართულის მასწავლებლის სალომე ლორთქიფანიძის ჩართულობით ფილმის ნახვის შემდეგ კლასში გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს წაკითხულსა და ნანახ ფილმს შორის მსგავსება-განსხვავებაზე.

 

მომდევნო გაკვეთილზე კი მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე „ქეთოს თავგადასავალი“.
 

მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილო დაედგათ მინი-სპექტაკლი სახელწოდებით „იავნანამ რა ჰქმნა“. მასწავლებლის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაიწყეს და სექტემბერში აპირებენ სპექტაკლი დადგან.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203