ხონის N2 საჯარო სკოლაში მხიარულთა და საზრიანთა კლუბების შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა
13-06-2019
ხონის N2 საჯარო სკოლაში მხიარულთა და საზრიანთა კლუბების (მსკ) შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ჩემპიონატი ძალიან მხიარული და ემოციებით დატვირთული იყო.

ჩემპიონატში სკოლის 3 გუდი - „მსუჯალი“ - მე-7 კლასი, „მელიოდასი“ - მე-7 კლასი, „ორი გია“- მე-9ბ კლასი მონაწილეობდა.

ჩემპიონატს აფასებდა კომპეტენტური ჟიური -  ნუნუ მანაგაძე - სკოლის დირექტორი, მარინე კვარაცხელია- საქმისმწარმოებელი, ციალა ჩარგეიშვილი და თამარ მეშველიანი - საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები, მანდატური - რევაზ ნერგაძე, ასისტენტები - თიკო ფუტკარაძე და მარიამ მაჭარაძე, წამყვანი - იოვანე ჩიქოვანი.

ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: 1-ლი ადგილი- გუნდი „მსუჯალი“, მე-2 ადგილი - გუნდი „მელიოდასი“, მე-3 ადგილი -გუნდი „ორი გია“. პრიზი „საუკეთესო მანსანკანელი“ მოიპოვა ლუკა სანოძემ, პრიზი „აღმოჩენა“ - ბექა ყურაშვილი, პრიზი „რეჟისორი“ ავთო სანოძე, გუნდი „მსუჯალი“, ანანო ბახტაძე, ანანო მოგელაძე -გუნდი „მელიოდასი“, იოვანე ჩიქოვანი - გუნდი „ორი გია“.

გუნდები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ სიგელებით, გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი, ჩემპიონატი გრძელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203