აქცია პროექტ ''საზოგადოებრივი პროკურატურის'' ფარგლებში ჩატარდა.
სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მოიხატა რუსთაველის ქუჩის ზებრა გადასასვლელი.
აქციაში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია, სენაკის პირველი სკოლის დირექტორი ნინო გოგელიძე, ხელოვნების პედაგოგი მამუკა კუჭავა და მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.
აქცია მიზნად ისახავდა ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები