დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული სახელმწიფო სტიპენდიის მფლობელია
13-06-2019

ნინო კალანდია, რომელმაც დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა დაამთავრა, სახელმწიფო სტიპენდიას ფლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნინო 1-9 კლასებში ოჩეს საჯარო სკოლაში სწავლობდა. ნინო წარჩინებული მოსწავლე იყო, ყველა საგანს ერთნაირად მაღალ ქულებზე სწავლობდა, რის გამოც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

ამჟამად ნინო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწორედ ნინოს და მისი მსგავსი ახალგაზრდების გამო გვჯერა ჩვენი ქვეყნის ნათელი და პროგრესული მომავლის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203