თბილისის N94 სკოლამ სასიამოვნო სტუმრებთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესზე ისაუბრეს
13-06-2019

თბილისის 94-ე საჯარო სკოლის 3/8 კლასს  ნესტლეს გლობალური პროგრამა „ჯანმრთელი ბავშვების“ მიერ შექმნილი წიგნის ავტორები ეწვივნენ: ექიმი პედიატრი თამარ მანჯავიძე და მწერალი, პუბლიცისტი კობა ჭუმბურიძე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოამაგე, ყველასთვის საყვარელი დირექტორი ქალბატონი ნინო გახარია, ვისი მონდომებითაც დაიგეგმა მხიარული გაკვეთილი და დირექტორის მოადგილეები: ეკა ლიჩელი და ეკა სიმსივე. ისინი მუდმივად მხარში უდგანან და იზიარებენ მასწავლებლების მიერ გადადგმულ სასიკეთო ნაბიჯებს.

გაკვეთილის მიზანი იყო ორი წლის განმავლობაში ნასწავლის მხიარული და გემრიელი შეჯამება, კერძოდ,  ჯანსაღი პროდუქტების (ხილი-ბოსტნეული, ხორცეული, მარცვლეული, რძე და რძის ნაწარმი, ტკბილეული) სახეობების მიხედვით ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს ესაუბრათ წარმოდგენილი ჯანსაღი პროდუქტების შემცველ ვიტამინებსა და მინერალებზე და ბოლოს შეექმნათ სხვადასხვა პროდუქტით მხიარული კერძები.

პატარა მზარეულები აღფრთოვანებით უყვებოდნენ სტუმრებს თითოეული კერძის შექმნის ისტორიას. კლასში გამოაცხეს საკუთარი რეცეპტით შექმნილი გემრიელი ორცხობილები.

სკოლის წარმომადგენლობა დიდი მადლობა უხდის ნესტლეს გლობალური პროექტის ყველა მონაწილეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის; წიგნის „მხიარული გაკვეთილები კვებაზე“ თითოეულ ავტორს, რადგან საინტერესოდ შედგენილი წიგნით ბავშვებს პატარა ასაკიდანვე თამაშით შეასწავლეს ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი წესები; ძვირფას სტუმრებს მობრძანებისა და პატარების გახარებისთვის; სკოლის ადმინისტრაციას - უდიდესი თანადგომისთვის; მშობლებს - მზრუნველობისა და დახმარებისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203