წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ჩემი თბილისი“ გაიმართა
13-06-2019
ყვარლის მუნიციპალიტეტის წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ჩემი თბილისი“ გამართეს.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი პართენიშვილი.

„მოსწავლეები დიდი სითბოთი დაგვემშვიდობნენ მომავალ სასწავლო წლამდე მომზადებული ღონისძიებით „ჩემი თბილისი“. სამშობლოს დედაქალაქს მოეფერნენ მისდამი მიძღვნილი ისტორიული ფაქტების გახსენებით, ძველი თბილისის ამსახველი ფოტო და ვიდეო კოლაჟით, ტრადიციული წესების გახსენებითა და ქალაქური ლექსებით, „მუხამბაზითა“ და ქართული ეროვნული ცეკვებით“,-ნათქვამია წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203