მოძვის საჯარო სკოლაში  სოციალური პროექტის - „დედამიწა საფრთხეშია“ პრეზენტაცია გაიმართა
13-06-2019

ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის მოძვის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტის - „დედამიწა საფრთხეშია“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, მათი მშობლები და თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ხელმძღვანელი ინგლისური ენის მასწავლებელი შორენა გოგოლიძე გახლდათ. პროექტზე  სკოლის მე- 7 კლასის მოსწავლეები მუშაობდნენ.

სოციალური პროექტის მონაწილეებმა 2019 წლის მაისი-ივნისის თვეში პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს:

  • დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია;
  • შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს;
  • მოისმინეს ლექცია ეკოლოგიის საკითხებზე;
  • სარეკლამო ნახატები შექმნეს სკოლის ეზოში ფერადი ცარცით;
  • პროექტის თემის პოპულარიზაციისათვის დაამზადეს ბროშურები და პლაკატები დაარიგეს თემში;
  • პროექტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს მოწვეულ სტუმრებს და დაურიგეს ბუკლეტები.
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203