ასპინძის საჯარო სკოლა პროექტი - „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები და ჩვენ“ განხორციელდა
13-06-2019

ასპინძის საჯარო სკოლაში კოლეგებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გზით სასწავლო პროექტი - „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები  და ჩვენ“ განხორციელდა, პროექტის ავტორი მანანა კედელაშვილი გახლდათ.

პროექტი განხორციელდა III კლასსა და  IV კლასში. მოსწავლეებმა საგნის „მე და საზოგადოება“ ფარგლებში იმსჯელეს ჯანსაღი პროდუქტის რაობასა და მნიშვნელობაზე, ჯგუფებმა დაამზადეს რამდენიმე სახეობის სალათი ჯანსაღი პროდუქტის გამოყენებით და გაუმასპინძლდნენ თანაკლასელებს.

ამ პროექტის ფარგლებში შექმნეს კედლის გაზეთი. სტატიებში გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, თუ რაოდენ მავნებელია ეკოლოგიურად დაბინძურებული პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203