აფხაზეთის N7 სკოლის მოსწავლეები ლუგელას ხეობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
13-06-2019
თემურ ბოკიჩავას სახელობის აფხაზეთის N7 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელის დალი ეჯიბიას ხელმძღვანელობით, ლუგელას ხეობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიები, შურუბუმუს ულამაზესი,ზღაპრული ბუნება. გზად შეიარეს ტერენტი გრანელის მუზეუმში, გაეცნენ პოეტის ბიოგრაფიას, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე. ბოლოს ზუგდიდში დაათვალიერეს დადიანების სახლ-მუზეუმი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად ხალისით იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა აქტივობებში.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავების ხელშეწყობა, მოტივაციის ამაღლება, ინფორმაციის შეგროვება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს