ითხვისის N2 საჯარო სკოლაში დეკლამატორების კონკურსი ჩატარდა
13-06-2019

ჭიათურის რაიონის ითხვისის N2 საჯარო სკოლაში დეკლამატორების კონკურსი ჩატარდა.

ამ ღირსშესანიშნავ დღეს სკოლას ჭიათურელი პოეტი დოდო აბაშიძე სტუმრობდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი კლასიკოსებისა და დოდო აბაშიძის ლექსები.

სკოლის დირექციამ გამოარჩია და დააჯილდოვა სამი საუკეთესო მოსწავლე იზი იაკობიძე, ანანო ქურციკიძე და ერეკლე იაკობიძე. სტუმარმა კი სპეციალური საჩუქარი გადასცა კესო ღავთაძეს.

ღონისძიება დაამშვენა ნანული წერეთლის მოსწავლეთა გუნდის სიმღერებმა.

ღონისძიება იყო ძალიან ლამაზი, თბილი სიტყვებითა ურთიერთობებით დამშვენებული. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203