სვირის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
13-06-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის სვირის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს და ამგვარად დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს მარინა გოგნაძეს.

ბავშვების გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა,  სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მეხუთე კლასში გადასვლა მიულოცეს და  წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203