„რა არის ბედნიერება?“ - ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები შეხვედრა გამართეს
13-06-2019
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის IV1 კლასის მოსწავლეებმა  გამოსაშვები შეხვედრა გამართეს სახელწოდებით „რა არის ბედნიერება?“. (ხელმძღვანელი ნანა წერეთელი გახლავთ, მუსიკის პედაგოგი კი - თინათინ ზენაიშვილი).

„სიკეთეზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და ღირებულებებზე გააცნობიერო ამ ასაკში საკმაოდ რთულია, მაგრამ ბავშვებმა  დახვეწილი  მეტყველებითა და მანერებით , მუსიკალური კომპოზიციებით, სხვადასხვა ეპიზოდების ინსცენირებითა და დამსწრე საზოგადოების ჩართულობით  მალევე  შესძლეს მსმენელთა მონუსხვა.

და მართლაც ბედნიერებაა გყვადეს ასეთი ნიჭიერი, მოაზროვნე, მუსიკალური თაობა, რომელიც ქვეყნის წარმატებული აწმყოს და მომავლის გარანტია“,-ნათქვამია ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზვანილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203