ველისციხის საჯარო სკოლაში სულხან-საბა ორბელიანის შესახებ სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
13-06-2019

გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  ველისციხის  საჯარო  სკოლის  ქართული  ენის  პედაგოგმა  მაია  მახარაშვილმა VII კლასში  სამოდელო  ინტეგრირებული (ქართული  ისტორიასთან) გაკვეთილი  ჩაატარა.

გაკვეთილის  თემა:  სულხან-საბა  ორბელიანი  მეიგავე  და  ისტორიული  მოღვაწე. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა  იმოგზაურებს  დროში,  განუვითარდათ  აბსტრაქტული  აზროვნება,  მსჯელობის  დროს  კი   მოსწავლეებში გამოიკვეთა  კრიტიკული  აზროვნება,  მათ  გამოავლინეს  ლოგიკური  და  არგუმენტირებული  მსჯელობის  უნარები. 

გაკვეთილი  გამოირჩეოდა  მოსწავლეთა  აქტიურობით,  რასაც  განაპირობებდა  მასწავლებლის  მიერ  შექმნილი  კეთილ-განწყობილი  გარემო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203