მეტეხის N1 საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
13-06-2019
კასპის მუნიციპალიტეტის, მეტეხის N1 საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას პედაგოგი თამარ ლელაშვილი ხელმძღვანელობდა. 

სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი ღონისძიებით წარდგნენ, მათ შორის დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს. 

26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 101 წლისთავი აღნიშნა.

იხილეთ ვიდეო





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203