ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა ევროპის დღეს ღონისძიებით - „მეექვსეკლასელები ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის“ გამოეხმაურა
13-06-2019
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა ევროპის დღეს ღონისძიებით - „მეექვსეკლასელები ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის“ გამოეხმაურა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა, რომელიც Student-Youth Council თანადგომით შედგა, შთამბეჭდავად წარიმართა.

„საინტერესო იყო მეექვსეკლასელთა გუნდების - „ბავარიისა“ და „ნიკეს“ შეხვედრა, სისხარტე, აზროვნების გამოვლენა, ლოგიკური პასუხები, აი, რით გამოირჩეოდნენ ჩვენი მეექვსეკლასელები(შეხვედრის ორგანიზატორი-მზია შევარდნაძე, დირექტორი - ნანა გაგუა) Student-Youth Council წარმომადგენლებმა, ნათია გიგიაძემ და თეონა სადრაძემ გამარჯვებულ გუნდთან ერთად ყველა მონაწილე სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203