„ცოცხალი წიგნები წმინდა ნინოს გზით“ - სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში ჩაერთნენ
13-06-2019
სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში ჩაერთნენ.

„ცოცხალი წიგნები წმინდა ნინოს გზით“ ფოკიდან დაიწყო და სიღნაღსა და ბოდბის მონასტერში დასრულდა.

პროექტის მონაწილეებს  მონასტრის ულამაზეს ეზოში, მშვიდ და სასიამოვნო გარემოში სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ.

ისინი სულგანაბული უსმენდნენ ქართველ ქალ პოეტებს: ეთერ თათარაიძეს, მარიამ წიკლაურს, მანანა ჩიტიშვილს, რუსუდან კაიშაურს, ელა გოჩიაშვილსა და მანონ ბულისკირიას. ეთერის ლექსების თუშურ ხმოვანებას მანანა ჩიტიშვილის გულანთებული სტრიქონები ენაცვლებოდა. 

შეხვედრა გაახალისა ქეთევან დუმბაძის მოგონებებმა მამაზე, ნოდარ დუმბაძეზე.

მოსწავლეები კიდევ ერთხელ მოიხიბლნენ ქართული პოეზიისა და ლიტერატურის მრავალფეროვნებით. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203