„ბულბული - ბუნების შექსპირი!“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
13-06-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, დარეჯან ლაჭყეპიანის ხელმძღვანელობით VI-ა დაVI-ბ კლასის ერთობლივი ღონისძიება თემაზე: „ბულბული - ბუნების შექსპირი!“ წარმატებით წარიმართა.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, სასწავლო ნაწილის გამგე დალი სილაგაძე, სკოლის პედაგოგები, მშობლები ესწრებოდნენ, რომელთაც ბავშვებისა და ღონისძიების ორგანიზატორებისადმი თბილი სიტყვები არ დაიშურეს.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს გაეთავისებინათ ვაჟას პერსონაჟების განცდები და მხატვრულად წარმოედგინათ აუდიტორიის წინაშე.
„იყო ბევრი ლექსი, სიმღერა, ცეკვა. მოსწავლეებმა გააცოცხლეს „ია“, „ხმელი წიფელი“, „მთის წყარო“, „შვლის ნუკრი“, „წრუწუნანა“, რაც მთავარია, ღონისძიებაზე წარმოჩნდა ბავშვების მრავალმხრივი ნიჭიერება,-“ დარეჯან ლაჭყეპიანი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს