დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მათემატიკაში ვიქტორინა-შეჯიბრი გაიმართა
13-06-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მათემატიკაში ვიქტორინა-შეჯიბრი გაიმართა.
ვიქტორინას მათემატიკის მასწავლებელი მანია პოღოსიანი ხელმძღვანელობდა. ვიქტორინაში მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილებდნენ, რომლებიც ორ გუნდად -„თალესი“ და „ვიეტი" იყვნენ წარმოდგენილი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, იყო ვნებათაღელვა და ემოციები, ბოლოს ჟიურიმ ორივე გუნდის მიერ მოპოვებული ქულები შეაჯამა და შეაფასა. შედეგად სკოლის მე-9 კლასმა გაიმარჯვა. გუნდები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეები ვიქტორინაში მონდომებით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს