კურსების საჯარო სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე - „ციფრული თაობა“ ფუნქციონირებს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, კურსების საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე - „ციფრული თაობა“ ფუნქციონირებს. წრეს ამავე სკოლის ისტ -ის პედაგოგი მაია მაღლაფერიძე ხელმძღვანელობს.
წრის მუშაობა მიზნად ისახავს:
- მოსწავლეს ტექნოლოგიებზე მუშაობის გზით განუვითაროს სამოქალაქო ცნობიერება (ციფრული მოქალაქეობა) და სააზროვნო უნარები;
- მოსწავლეს განუვითარდეს ტექნოლოგიების გამოყენებით მონაცემების დამუშავებისა და მათი მიზნობრივად გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები;
- მოსწავლემ შეძლოს ისტ-ის გამოყენება საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად;
- მოსწავლეს შესძინოს ისტ-ის დარგობრივი ენით (ტერმინოლოგიით) ოპერირების უნარი.
იხილეთ ფოტოები