ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლემ ესეების კონკურსი - „ევროპა ჩემთვის არის...“ პირველი ადგილი მოიპოვა
12-06-2019

„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მეშვიდედ განახორციელა ევროპის დღეები. წელს საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიურომ, რეგიონის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი - „ევროპა ჩემთვის არის...“-მოაწყო.

კონკურსში მონაწილე ორბელის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ თამარ გურგუჩიანმა პირველი ადგილი მოიპოვა და მას გადაეცა საჩუქრები.

„გილოცავთ თამარ წარმატებას !
უამრავი წარმატება შენ!
ასევე მოგილოცავთ სპორტულ მარათონში პირველი ადგილის მოპოვებას რაიონის სკოლებს შორის მაგიდის ჩოგბურთში!
წარმატებები შენს პედაგოგებს-მამუკა სილაგაძეს და ნუგზარ ბურჯალიანს!“-ნათქვამია ორბელის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203