„სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ - გორის N12 საჯარო სკოლა საერთაშორისო პროგრამებში წარმატებით მონაწილეობს
12-06-2019

გორის N12 საჯარო სკოლა საერთაშორისო პროგრამებში აქტიურად და წარმატებით ერთვება.

2017-2018 სასწავლო წლიდან სკოლა  ჩართული იყო ორგანიზაცია PH Interanational-ის, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტისა (წარმომადგენელი სუზან მატულა)  და აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში ,,სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით."

აქტივობაში სკოლის სამი პედაგოგი მონაწილეობდა: ინგლისური - ირინა მურანაშვილი, სამოქალაქო განათლება - ლელა წურწუმია და ტექნოლოგიები - ხათუნა გვრიტიშვილი.

პროექტის პირველი ეტაპი ინგლისურ ენაში ტექნოლოგიებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების გადამზადებას  ითვალისწინებდა, რომელსაც არაჩვეულებრივი ტრენერები: ვერიკო მიჩიტაშვილი, ნინო სარაული და ნინო პაპიტაშვილი უძღვებოდნენ. 

ხოლო მეორე ეტაპი ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა-ჩატარებაში სამივე პედაგოგის ერთობლივ გადამზადებას გულისხმობდა.

სატრენინგო კურსი მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

მას როგორც ქართველი ტრენერები, ასევე ამერიკელი ინსტრუქტორი თომა მალეტი უძღვებოდნენ.

პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს 6 ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება მოუწიათ.

2 წლიანი პროექტის  ფინალური ნაწილი კონფერენცია გახლდათ, სადაც გორის N12 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა წარმატებით წარმოადგინეს  თემა : Best Practices.

 იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203