ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლემ რაია ლაზარიანმა მიიღო მონაწილეობა განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებაში „მე ვწერ ქართულად“, სადაც ქების სიგელით დაჯილდოვდა.
რაია ლაზარიანმა შეხვედრაზე ქართული ლექსებით გაახარა განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და დამსწრე მონაწილეები.