გეგელიძეების საჯარო სკოლიდან 85 წლის პედაგოგი აკაკი ბერიძე გააცილეს
12-06-2019

ქედის მუნიციპალიტეტის გეგელიძეების საჯარო სკოლიდან 85 წლის პედაგოგი აკაკი ბერიძე გააცილეს.

„მასწავლებელი - რამ დაგვავიწყოს
ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა
ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.

„ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული, რაც მომავალი თაობის აღზრდას შემართებით, სითბოთი და სიყვარულით ემსახურებიან ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები აკაკი ბერიძე და ჟუჟუნა სანიკიძე.

პირველ რიგში, ყველას სახელით მადლობა მათ ამ უდიდესი შრომისთვის, ფასდაუდებელია მათი ღვაწლი და ამაგი სკოლის, სოფლისა და ქვეყნის წინაშე... დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უფლის მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ“- ნათქვამია გეგელიძეების საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203