გაეცანით ზედა გორას საჯარო სკოლის მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას
12-06-2019

ვანის მუნიციპალიტეტის ზედა გორას  საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის მანანა ვაშაყმაძის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა  განხორციელდა.

კვლევა მიმდინარეობდა 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით. ამისათვის შერჩეული იქნა  მე-6 კლასისა და მაღალი კლასის მოსწავლეები.

კვლევის წარმატებით და შედეგიანად წარმართვას ძალიან შეუწყო ხელი ამავე სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, მათმა თანამშრომლობითმა ურთიერთობამ.

საკვლევ თემად პედაგოგმა შეარჩია საინტერესო საკითხი: „მუზეუმი მრავალმხრივი ცოდნის ტაძარი“. (მისი მნიშვნელობა და როლი სასწავლო პროგრამებში, ძიება საუკეთესო შედეგებზე გასასვლელად).

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203