სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრულ-შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობდნენ
12-06-2019
ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივით ჩატარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მხატვრულ-შემოქმედებითი კონკურსი.

კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულიზაცია, პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების (წიგნიერება, სწავლის სწავლა, სოციალური და სემიოტიკური კომპეტენციების) განვითარების ხელშეწყობა, მოსწავლეთა შემეცნებითი განვითარება და თვალსაწიერის გაფართოება.

კონკურსში მონაწილეობდა სალიბაურის  N2  საჯარო სკოლის გუნდი „ყაყაჩოები“ (მოსწავლეები: დეა სურმანიძე, ანანო ცინცაძე, ნატალი დოლიძე და ქრისტინა ჭაღალიძე), გუნდს ხელმძღვანელობდა ნათელა სურმანიძე.  კონკურსის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203