„გზას დაგილოცავთ, ჩემო კარგებო“- გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები წარმატების გზაზე გააცილა
12-06-2019
ხონის მუნიციპალიტეტის გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი 9 მოსწავლისთვის საზეიმოდ დაირეკა.

კურსდამთავრებულები ემოციური სიტყვებით გამოემშვიდობნენ საყვარელ კედლებსა და პედაგოგებს. მათ გაცემული ცოდნისა და ზრუნვისთვის სკოლას მადლობა გადაუხადეს.

დირექციის შეფასებით,  კლასი აქტიურობით, პასუხისმგებლობის გრძნობითა და წარმატებებით გამოირჩეოდა.

ორმა მოსწავლემ, ანი გოჩოლეიშვილმა და აკაკი ჩომახიძემ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.

მასწავლებლებმა ისინი წარმატების გზაზე გააცილეს:

„გზას დაგილოცავთ, ჩვენო კარგებო, წინსვლა და წარმატებები ყოფილიყოს თქვენი მეგზური ცხოვრების მომავალ ეტაპზე.“

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203