დიდი სამსარის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
12-06-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დიდი სამსარის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს - შეასრულეს სომხური და ქართული ცეკვები.

ბავშვების გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა,  სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მეხუთე კლასში გადასვლა მიულოცეს და  წარმატებები უსურვეს. მოსწავლეებმა თავის მხრივ, პირველ მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203