„აბა გოგონებო“ - სადმელის  საჯარო  სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
12-06-2019

ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის  სადმელის  საჯარო  სკოლაში ღონისძიება „აბა  გოგონებო“ გაიმართა.

აქტივობაში V - IX  კლასის  მოსწავლეები  მონაწილეობდნენ და მათ  კლასის  დამრიგებლები ია  ჭარბაძე   და  ქეთევან  კერესელიძე  ხელმძღვანელობდნენ.

გაზაფხულის,  სიყვარულისა  და  მშვიდობის თემაზე  მოსწავლეების  ნახატების, სხვადასხვა  მასალითა და ტექნიკით შესრულებული  ( ქვა, ბისერი, პლასტილინი,  გოაში,  ფერადი  ქაღალდი,  წებო )  ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ბავშვებმა რაჭველი  ქალების  დიალოგი გაითამაშეს, რომლის  ავტორიც  კახაბერ  პაპუაშვილი გახლდათ.

აქტივობის ფარგლებში,  მათ ლექსები წაიკითხეს, რაჭული ცეკვა შეასრულეს და   მუსიკის მასწავლებლის, ხათუნა  დარახველიძის  ხელმძღვანელობით იმღერეს.

ნიჭიერი მოსწავლეების გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203