ტურცხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანი გააცილეს“
12-06-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ტურცხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანი გააცილეს“.

მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს - პატარებმა  ლექსებისა და სიმღერების გარდა შესანიშნავი დადგმაც გაითამაშეს.

ბავშვების გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა,  სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მეორე კლასში გადასვლა მიულოცეს და  წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203