ომალოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
12-06-2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის ომალოს საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი - „სკოლის ყველაზე ჭკვიანის“გაიმართა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თამარ ბორჩაშვილის  ხელმძღვანელობით VIII-XII კლასის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს და საკუთარი ცოდნა ეფექტურად გამოავლინეს.

სამ ეტაპად გამართულ კონკურსში სულ 27 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის კი „სკოლის ყველაზე ჭკვიანის“ ტიტული მეთერთმეტეკლასელმა ნონა ფარეულიძემ მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203