მაღაროსკარის საჯარო სკოლა წელს 9 მოსწავლემ დაამთავრა
12-06-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა და XII კლასელებმა.

XII კლასის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ. მათ გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართეს დირექციას, პედაგოგებს, თანატოლებსა  და  თანასკოლელებს. მათ ასევე შეაჯამეს განვლილი წლები, გამოხატეს ემოციები, გულთბილი დამოკიდებულება პედაგოგებისა და სკოლის  მიმართ. სკოლის დირექტორმა  და პედაგოგებმა ცხოვრებისეული გზა დაულოცეს მათ.

სკოლა დაემშვიდობა თავის 9 კურსდამთავრებულს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203