სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართა
12-06-2019

სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში  „მეტი ევროპა მთაში“ - პროექტის  ფარგლებში მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართა. მწერალმა სკოლას საჩუქრად წიგნები უსახსოვრა.

შეხვედრას უძღვებოდნენ: სტუდენტური საინიციატივო ჯგუფიდან პროექტის ავტორი - დავით გელაძე და მწერალი დათო ტურაშვილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც მოსწავლეები, ისე სკოლის ადმინისტრაცია.

პროექტი ემსახურება საქართველოს ოთხი რეგიონის: მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო ზემო-სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის 47 მაღალმთიან სკოლაში ლექცია-შეხვედრების ჩატარებას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის შესახებ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203