ახალციხის N1 სკოლაში პროგრამა – „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ წარმატებით დასრულდა
12-06-2019
ახალციხის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით დასრულდა ორ წლიანი CTEL-ის პროგრამა – „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ და ინტეგრირებულ გაკვეთილებს ატარებდნენ სამოქალაქოს, ისტ–ის და ინგლისურის მასწავლებლები შორენა ხმალაძე, თეა კაჭკაჭაშვილი და მაია ქურდაძე. ორი წლის განმავლობასი მასწავლებლებს ტრენინგებს უტერებდნენ Ph international-ის ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი სამცხე –ჯავახეთში სტივენ გომესი, ტრენერები ლელა ცაგარეიშვილი, მაკა მურვანიძე და მარინა კაზარიანი.

ინტეგრირებული გაკვეთილები მე–11 კლაში ჩატარდა ინგლისურ ენაზე, რომელიც მეტად ნაყოფიერი და საინტერესო იყო, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე პედაგოგებისათვისაც. გაკვეთილებს ესწრებოდნენ და აფასებდნენ Ph international-ის ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში სტივენ გომესი და ტრენერი ლელა ცაგარეიშვილი. ჩატარდა ხუთი გაკვთილი: National Heroes, Holidays, Diversity and Multiculturalism, Vocational and Life Choices, Volunteerism.

პროექტი განხორციელდა Ph international-ის ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, სამცხე ჯავახეთის რეგიონში, რომელიც წარმატებით განხორციელდა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობთა და მხარდაჭერით. პროექტს კოორდინირებას უწევდა სჯუ–ს საზღვარგარეთთან ურთიერთობის მიმართულების მთავარი სპეციალისტი – გურანდა მოდებაძე.

8–9 ივნისს, თბილისში ჩატარდა ფინალური კონფერენცია, სადაც ახალციხის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა შორენა ხმალაძემ, მაია ქურდაძემ და თეა  კაჭკაჭაშვილმა წარადგინეს შემაჯამებელი პოსტერი. მონაწილე პედაგოგები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203