აწყურის საჯარო სკოლაში ვიქტორინა - „ჩვენი საქართველო“ ჩატარდა
12-06-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, აწყურის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის  მასწავლებლის ლიანა ბარამიძის ხელმძღვანელობით, ვიქტორინა - „ჩვენი საქართველო“ ჩატარდა. 

ვიქტორინა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. ინტელექტუალურ შეჯიბრში VII-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მონაწილეები ერთმანეთს 11 ნომინაციაში შეეჯიბრნენ, რაც ითვალისწინებდა ყველაფრის ცოდნას საქართველოს შესახებ.

ვიქტორინა კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაჯამა და შეაფასა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.

სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა ვიქტორინის ორგანიზატორს და თითოეულ მონაწილეს ამ საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებისთვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203