მეტეხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთი - „ო ენავ ჩემო“ შექმნეს
12-06-2019
კასპის მუნიციპალიტეტის, მეტეხის N1 საჯარო სკოლის მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთი - „ო ენავ ჩემო...“ შექმნეს.
აქტივობას პედაგოგი ეთერ გეჯაძე ხელმძღვანელობდა.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს