ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდნენ
12-06-2019
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები დედა ენის დღისადმი მიძღვნილ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი მცირე ფორმატის სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციაზე საინტერესო თემა წარადგინეს ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა - მარიამ ჩხაიძემ და ლიზი ჩანჩიბაძემ (კლასის ხელმძღვანელი ნონა ხმელიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია შევარდნაძე).

ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების, მოსწავლე-ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203