ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბაქოში, ხაზარის უნივერსიტეტის დუნიას სკოლაში პრეზენტაცია ჩაატარეს
12-06-2019
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-11ა კლასის მოსწავლეები ქალაქ ბაქოში, ხაზარის უნივერსიტეტის დუნიას სკოლაში, იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა დუნიას სკოლაში პროექტ „ქართული ცივილიზაციის“ პრეზენტაცია ჩაატარეს. პროექტის ხელმძღვანელია ისტორიის მასწავლებელი მარინა ჟღენტი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი აღნიშნული სკოლების მოსწავლეებისთვის ქართული და აზერბაიჯანული ცივილიზაციების გაცნობაა, რაც ხელს შეუწყობს მეზობელი ხალხების დაახლოებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს