დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა
12-06-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის IV კლასში მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.

მასწავლებელმა ნატო ნანავამ, რომელიც ამ კლასის დამრიგებელიცაა, სათანადო საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია გამოავლინა  კლასში კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნით, ადექვატური ლექსიკის  გამოყენებით, ეფექტური აქტივობებით და გაკვეთილის სტანდარტების დაცვით.

გაკვეთილზე უზრუნველყოფილი  იყო ყველა მოსწავლის თანაბარი ჩართულობა, გამოყენებულ იქნა სასწავლო სტრატეგიები, საკლასო  ორგანიზების ისეთი ფორმები, როგორებიცაა ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ინსცენირებულ იქნა ნაწარმოების „მგელი და კრავი“ სიუჟეტი და  წარმოდგენილი იყო, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული რესურსები.

მოსწავლეებმა გააცნობიერეს ნაწარმოების დედააზრი-სოციალური უსამართლობის, როგორც ერთ-ერთი საზოგადოებრივი მანკიერების მხილება. გაკვეთილი შეფასების ჯგუფის მიერ უმაღლესი ქულით შეფასდა.



იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203