სამაგისტრო გამოცდის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია
12-06-2019

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია.

სამაგისტრო გამოცდა 17 ივლისს დაიწყება და 24 ივლისს დასრულდება. რაც შეეხება 2019 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგს, 5 ივლისს  ჩატარდება.

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

  • 17 - ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - B);
  • 18 - ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - B);
  • 22 - ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - A);
  • 23 - ივლისი (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - C);
  • 23 - ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - A);
  • 24 - ივლისი (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - C).

2019 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი:

  • 5 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 12 000-მდე კანდიდატი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - 4 600-მდე სტუდენტი არის დარეგისტრირებული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203