ჟდანოვის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნაირა მარიკიანი სასწავლო რესურსებს თავად ქმნის
12-06-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ჟდანოვის საჯარო სკოლის ისტორიის უფროსი მასწავლებელი ნაირა მარიკიანი საინტერესო სასწავლო რესურსებს თავად ქმნის.
„კარგად დაგეგმილი სასწავლო პროცესი გულისხმობს სხვა კომპონენტებთან ერთად სასწავლო რესურსების მოძიებას, მობილიზებასა და შექმნას. მასწავლებლები ხშირად მოსწავლეთა წარუმატებლობის მიზეზად რესურსების ნაკლებობას ასახელებენ.
ჟდანოვის საჯარო სკოლის ისტორიის უფროსი მასწავლებელი ნაირა მარიკიანი რესურსების მუდმივი მოლოდინის ნაცვლად თავად ქმნის საინტერესო რესურსებს. მის მიერ შექმნილი ყველა ტიპის თვალსაჩინოება ორიგინალური და უნიკალურია, რომელიც არ არის ერთჯერადი გამოყენების და ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს