ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზარზეიმით აღნიშნეს
11-06-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, რუსლან მელაძის სახელობის ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზარზეიმით აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობა ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო. 

მე-2 კლასის მოსწავლეები თოჯინების თეატრით წარსდგნენ თანატოლებისა და უფროსი მოსწავლე მასწავლებლების წინაშე. მე-3, მე-4 , მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ლექსებით ცეკვითა და სიმღერით, შეძლეს მაყურებელთა მოწონება. 

„ჩემო პატარა მეგობრებო კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ამ ლამაზ დღეს გისურვებთ უდარდელ ბავშვობასა და ნათელ მომავალს. ფერადი ფერებით გეცხოვროთ ამ ლამაზ სამყაროში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203