ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში ბიომრავალფეროვნების დღე აღნიშნეს
11-06-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში ბიომრავალფეროვნების დღე აღნიშნეს.

ფუშრუკაულის საჯარო სკოლის წარმომადგენლის მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით სკოლაში აღინიშნა  ბიომრავალფეროვნების დღე, სადაც მოსწავლეები ბაღის ფრინველებს დააკვირდნენ.

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა. მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს, რომ ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების დაცვის პოპულარიზაციას, ცნობიერების ამაღლებას და მისი მნიშვბელობის გაგებას. წელს ბიომრავალფეროვნების საერთაშოისო დღისადმი მიძღვნილი თემაა "ზღვის ბიომრავალფეროვნება".

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203