განძის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ჩვენი თავისუფლებისათვის“  ჩაატარეს
11-06-2019
ნინოწმნიდის მუნიციპალიტეტის, განძის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის კლუბის წევრებმა ღონისძიება - „ჩვენი თავისუფლებისათვის“  ჩაატარეს. 

ღონისძიება 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნა.

წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203