ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბორის ფაიქიძემ მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობაში პირველი ადგილი დაიკავა
11-06-2019
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აფხაზეთის მძლეოსნობის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში.

ღია პირველობაში წარმატებულად იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ (დამრიგებელი მანანა ძიგვაშვილი) ბორის ფაიქიძემ.

აღსანიშნავია რომ ბორისმა 100 მეტრიან რბენაში 11.2 წამი აჩვენა.

„ვულოცავთ ბორისს და ვუსურვებთ წარმატებებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203